ჩვენი ქცევის კოდექსი

ძვირფასო კოლეგებო,

ჩვენი ამბიცია, - გავხდეთ №1, არ შეიძლება ყველაფრის ფასად იქნეს მიღწეული. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას, თუ ჩვენი ქცევის კოდექსის მიხედვით ვიმოქმედებთ და ყოველთვის სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ.

ჩემთვის ქცევის კოდექსი ერთგვარი კომპასია, რომელიც სწორ მიმართულებას მიჩვენებს, როდესაც რამეში ეჭვი მეპარება. მე მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის როგორც სახელმძღვანელო. თუ ვერ იპოვით პასუხს თქვენს შეკითხვაზე, აუცილებლად ითხოვეთ კონსულტაცია. ჩვენი კომპანიის რეპუტაცია და წარმატება დამოკიდებულია ყველა ჩვენგანის მაქსიმალურ ძალისხმევაზე, თუმცა ამისათვის ერთიანი პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ.

ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ მულტიკულტურულ და მრავალფეროვან კომპანიაში, ყველამ უნდა დავიცვათ ერთი და იგივე ეთიკის სტანდარტები და კომპანიის ღირებულებები. კოდექსი გვეხმარება, სწორად წარვმართოთ ჩვენი ქმედებები და ასევე ნათლად წარმოაჩენს, რით გამოვირჩევით სხვებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ეხება სათითაოდ ყველას, ის ასევე აძლიერებს „ერთი გუნდის“ სულისკვეთებას. ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რაც ერთად გვიშენებია, ამიტომ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, წვლილი შევიტანოთ საერთო წარმატებაში.

მოგიწოდებთ დავიცვათ JTI-ის ქცევის კოდექსი. ეს არ არის რთული, - პრინციპების უმეტესობას საღი აზრიც გვკარნახობს. მიჰყევით კოდექსს, ჩემსავით, რათა უკეთ გაიგოთ, რას წარმოადგენს ჩვენი კომპანია და იმისათვის, რომ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დარწმუნებული იყოთ, რომ სწორი ნაბიჯი გადადგით.


ედი პირარი
პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენი ამბიცია, - გავხდეთ №1, არ შეიძლება ყველაფრის ფასად იქნეს მიღწეული.“

შემდეგი კომპლაენსის დირექტორის მიმართვა