კოდექსის შესახებ

ჩვენ ვმოქმედებთ ეთიკური ქცევის უმაღლესი სტანდარტებით და ყველა თანამშრომლისგან, ბიზნესპარტნიორისგან და თითოეული ადამიანისგან, რომელიც მოქმედებს ჩვენი სახელით, მოველით ამ სტანდარტების დაცვას. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რომ შევინარჩუნოთ პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის რეპუტაცია და უზრუნველვყოთ ბიზნესის უწყვეტი წარმატება.

ქცევის კოდექსი გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც JTI-ში მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. იგი ასევე ვრცელდება ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალზე, როგორიცაა დროებითი თანამშრომლები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არიან დაქირავებული უშუალოდ JTI-ის მიერ.

კოდექსში გაწერილი სტანდარტები არ არის ამომწურავი. ისინი არ ანაცვლებენ ადგილობრივ კანონებს ან JTI-ის საოპერაციო სახელმძღვანელოს, პოლიტიკასა და პროცედურებს. იმ შემთხვევაში, თუ კოდექსში მოცემული სტანდარტი არ ემთხვევა მოქმედ კანონმდებლობას, უპირატესობა მიენიჭება უფრო მკაცრ სტანდარტს, თუ ის არ არღვევს რომელიმე მოქმედ კანონს. JTI-ის ქცევის კოდექსის, ჩვენი იურიდიული ვალდებულებების ან საოპერაციო სახელმძღვანელოს, პოლიტიკისა და პროცედურების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დისციპლინარული ზომები.

ჩვენ გვსურს ბიზნესი ვაკეთოთ იმ პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და იღებენ ვალდებულებას, იმოქმედონ ჩვენს კოდექსში გაწერილი სტანდარტების შესაბამისად.

ამ კოდექსის თითოეული ნაწილისთვის წარმოდგენილია დამატებითი რესურსების ბმულები, რაც მოიცავს შემდეგს:

 

ვის უნდა მიმართოთ შეკითხვით ან პრობლემით
ბმულები მოქმედ პოლიტიკასა და პროცედურებზე
ბმულები JTI-ის ინტრანეტში ან ინტერნეტში ხელმისაწვდომ სხვა რესურსებზე
ბმულები კოდექსის ქვეთავებზე

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი შესაძლოა ითარგმნოს, ოფიციალურ ვერსიად ითვლება ინგლისური ტექსტი.

კოდექსის ეს ვერსია, რომელიც ძალაში შევა 2018 წლის ივნისში, ჩაანაცვლებს ყველა წინა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიას. კოდექსი პერიოდულად გადაიხედება და განახლდება.

წინა კომპლაენსის დირექტორის მიმართვა
შემდეგი თქვენი როლი მენეჯერის რანგში