რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?
ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა თანამშრომელს უბიძგოს ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელიც არ ითვალისწინებს JTI-ის საუკეთესო ინტერესებს და რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კომპანიის, ასევე თავად თანამშრომლის რეპუტაცია.
ჩაწერეთ საძიებო ველში და დააჭირეთ Enter-ს
ჩვენ მოველით, რომ ჩვენი თანამშრომლები თავიდან აიცილებენ ნებისმიერი სიტუაციას, სადაც მათი პირადი ინტერესები შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს JTI-ის ინტერესებთან.
ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა თანამშრომელს უბიძგოს ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელიც არ ითვალისწინებს JTI-ის საუკეთესო ინტერესებს და რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კომპანიის, ასევე თავად თანამშრომლის რეპუტაცია.
მე თავს ავარიდებ ისეთ სიტუაციებს, სადაც შესაძლოა აღმოცენდეს ინტერესთა კონფლიქტი.
მე არ დავუშვებ, რომ ჩემმა პირადმა ინტერესებმა გავლენა მოახდინოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მივიღებ JTI-ის სახელით. მე გავაცხადებ ნებისმიერი ოჯახური ან პირადი ურთიერთობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩემს გადაწყვეტილებებზე სამსახურში.
სამსახურის გარეთ, მე არ მივიღებ მონაწილეობას ისეთ საქმიანობაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ან კონკურენცია გაუწიოს JTI-ის ბიზნესინტერესებს.
მე ასევე გავითვალისწინებ პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს საჩუქრების, მასპინძლობისა და გართობის გაცვლისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც ინტერესთა კონფლიქტი გარდაუვალია, დაუყოვნებლივ გავაცხადებ ამის შესახებ ჩემი და JTI-ის დასაცავად.
მენეჯერის რანგში, ჩემი მოვალეობაა, HR-ის და კომპლაენსის გუნდების მხარდაჭერით, რეაგირება მოვახდინო ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერ შემთხვევაზე, რომლის შესახებაც შემატყობინებს ჩემი გუნდის წევრი.
ბიზნესპარტნიორებმა თავიდან უნდა აიცილონ სიტუაციები, სადაც შესაძლოა წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი. JTI-ისთან დაკავშირებით პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შესახებ უნდა მოგვწეროთ მეილზე onebehavior@jti.com
ინტერესთა კონფლიქტის მაგალითები: