ჩვენი ბიზნესეთიკა

საჩუქრების გაცვლა, მასპინძლობა და გასართობი ღონისძიებები

ჩვენ არ ვაქეზებთ საჩუქრების გაცვლას, მასპინძლობას ან გასართობ ღონისძიებებს (GHE), თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ რიგ შემთხვევებში, GHE-ის გონივრული და პროპორციული გაცვლა მიღებული ბიზნესპრაქტიკაა.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

საჩუქრად ითვლება, ნებისმიერი ღირებული რამ, რაც გაიცემა ან მიიღება თანხის გადახდის გარეშე. მასპინძლობად და გასართობ ღონისძიებად მოიაზრება ფასიან ღონისძიებებზე დაპატიჟება, სასტუმროში განთავსება, საკვების და სასმელის ხარჯის დაფარვა.

ჩვენ ყოველთვის გამჭვირვალე უნდა ვიყოთ საჩუქრების გაცვლისას, მასპინძლობის და გართობის შეთავაზებისას, რადგანაც ეს შესაძლოა სხვაგვარად იქნეს აღქმული და ჩაითვალოს ქრთამად ან ინტერესთა კონფლიქტად.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე დავიცავ და გავითვალისწინებ GHE პრინციპებს რამე სახის საჩუქრის, მასპინძლობისა და გართობის შეთავაზებამდე ან მიღებამდე.

მე არ დავუშვებ, რომ საჩუქრების, მასპინძლობისა და გართობის გაცვლამ გავლენა იქონიოს ჩემს საქმიან გადაწყვეტილებებზე.

საჯარო მოხელესთან ან სახელმწიფო ორგანიზაციასთან ნებისმიერი გაცვლილი საჩუქარი, მასპინძლობა და გართობა, მიუხედავად ღირებულებისა, უნდა იქნეს წინასწარ შეთანხმებული.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი სახელით, მოეთხოვებათ დაიცვან ჩვენი GHE პრინციპები და ნებისმიერი საჩუქარი, მასპინძლობა და გასართობი ღონისძიება წინასწარ შეგვითანხმონ.

ჩვენი GHE პრინციპების თანახმად, საჩუქრები, მასპინძლობა და გასართობი ღონისძიებები:

  1. უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ადგილობრივ ტრადიციებს.
  2. უნდა იყოს გონივრული და პროპორციული, იშვიათი, სათანადო და შესაფერისი.
  3. არ უნდა წარმოქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტს თანამშრომლებსა და მესამე პირებს შორის.
  4. არც უნდა გავცეთ და არც მივიღოთ უპირატესობის მისაღებად, არამართლზომიერი ქმედების წასაქეზებლად ან დასაჯილდოებლად.
  5. არ უნდა იყოს ნაღდი ფული, ვაუჩერი ან კუპონი, რომელიც შესაძლოა გადაიცვალოს ნაღდ ფულში.
  6. მთლიანად უნდა დავადეკლარიროთ წინასწარ შეთანხმების მიზნით. გაცხადებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს საჩუქრების, მასპინძლობისა და გართობის მიზანს, სრულ ღირებულებას და ყველა მონაწილის ჩამონათვალს, JTI-ის თანამშრომლების ჩათვლით.

გაიგეთ მეტი