ჩვენი ბიზნესეთიკა

მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლა

ჩვენთვის მიუღებელია მექრთამეობა და კორუფცია ნებისმიერი ფორმით.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ ყველა ბიზნესგარიგებას ვაწარმოებთ კეთილსინდისიერად; მექრთამეობისა და კორუფციის მიმართ ვავლენთ ნულოვან ტოლერანტობას ყველა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.

მექრთამეობა ნიშნავს რაიმე ღირებულის (უმეტესწილად ფულის) მიცემას ან მიღებას ბიზნესში უპირატესობის მოპოვების სანაცვლოდ. კორუფცია არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.

გამარტივების გადასახდები არის მექრთამეობის ფორმა და გულისხმობს საჯარო მოხელეებისათვის მცირე საჩუქრების ან ფულის მიცემას სტანდარტული მომსახურების დასაჩქარებლად ან ბიუროკრატიის გასამარტივებლად.

მექრთამეობისა და კორუფციის კანონის დარღვევას შესაძლოა მოყვეს სამართლებრივი დევნა და ფინანსური ჯარიმები როგორც JTI-ისთვის, ასევე ნებისმიერი ჩართული თანამშრომლისთვის.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე არცერთი ფორმით არ მივიღებ მონაწილეობას მექრთამეობასა თუ კორუფციაში. იმ შემთხვევაში, თუ შემომთავაზებენ ან მომთხოვენ ქრთამს ან გამარტივების გადასახადს, უარს ვიტყვი და დაუყოვნებლივ შევატყობინებ ჩემს ადგილობრივ თუ რეგიონულ იურისტს ან კომპლაენსის გუნდის წევრს.

მე ასევე გავითვალისწინებ რისკებს, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საჩუქრებს, მასპინძლობას, გართობას, სახელისუფლებო ორგანოებისთვის თანხის ჩუქებას, საქველმოქმედო შემოწირულობებსა და სპონსორობას.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

JTI-ის ბიზნესპარტნიორები ვალდებული არიან გაიზიარონ ჩვენი კატეგორიული პოზიცია მექრთამეობასთან დაკავშირებით. ყველა ბიზნესპარტნიორისგან, მათ შორის, ჩვენი სახელით მოქმედი ბიზნესპარტნიორებისგან, მოველით მექრთამეობისა და კორუფციის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას; ეს JTI-ისთან თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა.

JTI-ს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება ნებისმიერ ბიზნესპარტნიორთან, რომელიც მექრთამეობასა თუ კორუფციაში აღმოჩნდება გარეული.

ჩვენი ღირებულებების ცხოვრებაში გატარება

„პოტენციური მომწოდებლის გაყიდვების მენეჯერი დაჟინებით მირეკავდა და მწერდა. მე ავუხსენი, რომ მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტები არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს. ის მაინც არ შემეშვა და მიმანიშნა, რომ თუ JTI-ისგან შეკვეთას მიიღებდა, მე მერგებოდა შეკვეთის ღირებულების 5% „პირადი საკომისიოს“ სახით. მე მას განვუცხადე, რომ ასეთი რამ დაუშვებელია ჩვენს კომპანიაში და ვთხოვე, აღარ დაერეკა JTI-ში, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ შევატყობინე ჩემს მენეჯერს მომხდარის შესახებ“.


შესყიდვების თანამშრომელი

გაიგეთ მეტი