ჩვენი ბიზნესეთიკა

გარე კომუნიკაციების მართვა

მედიასთან JTI-ის სახელით ურთიერთობა შეუძლიათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. რაც შეეხება ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებულ სოციალურ მედიას, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჟურნალისტებთან კომენტარის უფლება აქვთ მხოლოდ JTI-ის ტოპმენეჯმენტს, გენერალურ მენეჯერებსა და კორპორაციული განვითარების ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური გუნდის ავტორიზებულ წევრებს.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

JTI-ის შესახებ ინფორმაციას სიფრთხილით ვეკიდები და სოციალურ მედიაში ვაზიარებ მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც კომპანიის ნებართვით ვრცელდება.

კონფიდენციალურ ინფორმაციას JTI-ის შესახებ არ გამოვაქვეყნებ და არ გავაზიარებ სოციალურ მედიასაიტებზე, ბლოგებში და ჩატ-ფორუმებში.

როგორც წესი, თუ არ მსურს გაზეთის პირველ გვერდზე ვნახო რაღაც, ე.ი. ეს რაღაც არ უნდა გამოვაქვეყნო ან გავაზიარო სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საჯარო ფორუმის მეშვეობით.

სოციალურ მედიასთან დაკავშირებული დაშვებული და აკრძალული მოქმედებები

  • გააზიარეთ JTI-ის ოფიციალური პოსტები და ვაკანსიები
  • ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ გამოთქმული მოსაზრება/შეხედულება პირადად თქვენია (და არ გამოდიხართ კომპანიის სახელით)
  • არ შეიძლება - კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება სოციალურ მედიასაიტებზე
  • არ შეიძლება - თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაცია სოციალური მედიის მეშვეობით

გაიგეთ მეტი