ჩვენი ბიზნესეთიკა

ფინანსური დანაშაულის პრევენცია

ჩვენ აქტიურად ვახდენთ ფინანსური დანაშაულის პრევენციას.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ფინანსური დანაშაული ზიანს აყენებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას და შესაძლოა, უარყოფითად აისახოს JTI-ის ბიზნესსა და რეპუტაციაზე.

ფინანსური დანაშაული მოიცავს ფულის გათეთრებას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და გადასახადების თავიდან აცილების ხელშეწყობას. ფულის გათეთრება არის უკანონოდ მიღებული ფულის, ერთი შეხედვით, ლეგიტიმურ ფულად ან სხვა აქტივებად გადაქცევის პროცესი. გადასახადებისთვის თავის არიდებაში იგულისხმება ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია გადასახადების გადახდის თავიდან აცილებისკენ. გადასახადების გადახდის თავიდან აცილებისთვის ხელშეწყობა ნიშნავს ბიზნესპარტნიორისთვის ან სხვა პირისთვის დახმარების გაწევას გადასახადებისგან თავის არიდებაში.

ჯარიმები ფინანსური დანაშაულისთვის შესაძლოა იყოს ძალიან მძიმე როგორც JTI-ისთვის, ასევე მისი თანამშრომლებისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ JTI-ის ან პასუხისმგებელ პირს შედეგად არ მიუღია სარგებელი. თქვენ შესაძლოა პასუხი აგოთ მიუხედავად იმისა, გამიზნულად შეუწყეთ ხელი ფინანსურ დანაშაულს თუ უნებლიეთ.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

არ უნდა ჩავერთო არაკანონიერ გარიგებაში და არ უნდა შევუწყო ხელი რამე ფორმის ფინანსურ დანაშაულს.

JTI-ის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკით განსაზღვრულია შიდა და გარე კომერციული ტრანზაქციების წესები, რითაც შემიძლია გადავამოწმო, რომ არ ვუწყობ ხელს ფულის გათეთრებას.

იმ შემთხვევაში, თუ მთხოვენ ისეთი რამ გავაკეთო, რაც გადასახადის თავიდან აცილებას ან ფულის გათეთრებას გამოიწვევს, უარს ვიტყვი და დაუყოვნებლივ განვაცხადებ ამის შესახებ.

მე აუცილებლად განვაცხადებ, თუ ეჭვი გამიჩნდება, რომ კოლეგა ან ბიზნესპარტნიორი შესაძლოა ჩაბმული იყოს ფინანსურ დანაშაულში.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ყველა ბიზნესპარტნიორისგან, მათ შორის, ჩვენი სახელით მოქმედი ბიზნესპარტნიორებისგან, მოველით ნულოვან ტოლერანტობას ფინანსური დანაშაულის მიმართ.
ჩვენ გამოვიყენებთ უფლებას, შევწყვიტოთ სახელშეკრულებო ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ბიზნესპარტნიორი რამე ფორმით გარეულია ფინანსურ დანაშაულში.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესპარტნიორისგან ითხოვენ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ფინანსურ დანაშაულს, მან უნდა დაუყოვნებლივ გააგზავნოს შეტყობინება მეილზე onebehavior@jti.com.

რა სიტუაციებზე ვრცელდება ეს?

პოტენციური ფინანსური დანაშაულის მაგალითები:

  • ბიზნესპარტნიორმა მთხოვა კუთვნილი თანხა გადავურიცხო ოფშორულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც დარეგისტრირებულია ჩემთვის უცნობი მესამე პირის სახელზე; ეჭვი მაქვს, რომ ამის მიზეზი გადასახადებისთვის თავის არიდებაა.
  • სავაჭრო პარტნიორმა მთხოვა მის მიერ ნაყიდი საქონელი/მომსახურება ინვოისში არასწორად გავატარო (მაგალითად, სხვა დასახელებით ან რაოდენობით), რაც შეუმცირებს დღგ-ს ან სხვა გადასახადებს.

გაიგეთ მეტი