რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?
ბიზნესპარტნიორებად მოვიაზრებთ როგორც სავაჭრო პარტნიორებს, ასევე მომწოდებლებს, თამბაქოს ნედლეულის მწარმოებლებსა და გამყიდველებს, დისტრიბუტორებსა და ნებისმიერ სხვა პირს, ვისთანაც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს.
ყველა მომწოდებელს მოეთხოვება დაიცვას JTI-ის მომწოდებლის სტანდარტები, რისთვისაც ისინი გადიან ჩვენს შიდა სავალდებულო სერტიფიციერების პროცესს.
JTI-ის შემუშავებული აქვს პროგრამა აგრო მიმართულებით (‘ALP’), რომლის მიზანია გააუმჯობესოს სამუშაო პრაქტიკა თამბაქოს ნედლეულის მწარმოებლებსა და გამყიდველებში. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომითი უფლებები, ჯანდაცვა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და ბავშვების ექსპლუატაცია.
ჩვენ საფუძვლიანად ვამოწმებთ ყველა ბიზნესპარტნიორს, ვისაც რამე ეტაპზე შეხება აქვს ჩვენს პროდუქციასთან, იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ კარგი რეპუტაცია.