ჩვენი პროდუქცია

ჩვენი პროდუქციის მარკეტინგი პასუხისმგებლობით

ჩვენი პროდუქციის მარკეტინგს ვეკიდებით პასუხისმგებლობით და გათვლას ვაკეთებთ მხოლოდ ზრდასრულ მწეველებზე.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ვუდგებით და ვიცავთ ყველა შესაბამის რეგულაციას და JT ჯგუფის თამბაქოს მარკეტინგის გლობალურ პრინციპებს.

ჩვენ არ ვყიდით ჩვენს პროდუქციას არასრულწლოვან პირებზე. ჩვენ ასევე არ მოვუწოდებთ მოწევის დაწყებისკენ და არ ვცდილობთ გადავაფიქრებინოთ მწეველებს თავი დაანებონ მოწევას. ჩვენ პროდუქტებს ვყიდით ზრდასრული მწეველებისთვის, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბრენდის მიმართ ლოიალობა და ვცდილობთ, კონკურენტი ბრენდის ზრდასრული მწეველები გადმოვიყვანოთ ჩვენს პროდუქტებზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზრდასრულ მწეველებს უნდა მიეწოდებოდეს სათანადო ინფორმაცია მოწევასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მანამ, სანამ ისინი დაიწყებენ მოწევას.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ ჩართული ვარ მარკეტინგისა და გაყიდვების საქმიანობაში, ვალდებული ვარ, გავეცნო მარკეტინგისა და გაყიდვების პოლიტიკას, სახელმძღვანელოს და პროცედურებს, სამართლებრივ მოთხოვნებს და JT ჯგუფის თამბაქოს მარკეტინგის გლობალურ პრინციპებს, რითაც უნდა ვიხელმძღვანელო ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

იმ ბიზნესპარტნიორებისგან, რომლებიც ჩართული არიან მარკეტინგულ კვლევაში, ბრენდის მარკეტინგში, პროდუქტის პოპულარიზაციაში ან სხვა მარკეტინგულ და გაყიდვების საქმიანობაში, ვითხოვთ JTI-ის მარკეტინგისა და გაყიდვების პოლიტიკის, სახელმძღვანელოს და პროცედურების დაცვას, ისევე როგორც ყველა კანონის მოთხოვნისა და JT ჯგუფის თამბაქოს მარკეტინგის გლობალური პრინციპების შესრულებას.

რა სიტუაციებზე ვრცელდება ეს?

მაგალითები, სადაც დარღვეულია პასუხისმგებლობით მარკეტინგის პრინციპები:

  • ჩვენ თანხას ვიხდით/თანხმობას ვიძლევით, რომ ჩვენი თამბაქოს ნაწარმი განთავსდეს მესამე პირის ინტერნეტპოსტებში, როგორიცაა ვიდეოები და ბლოგები, რაზეც წვდომა აქვთ არასრულწლოვანებს და არამწეველებს.
  • ჩვენი სიგარეტების ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო ბილბორდი მდებარეობს სკოლის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს.
  • ბრენდის ვებგვერდს არ აქვს შესაფერისი მექანიზმი მომხმარებელთა ასაკის დასადგენად.

გაიგეთ მეტი