ჩვენი ხალხი

ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ყველა თანამშრომელს აქვს უფლება დაცული იყოს სამუშაოთი გამოწვეული დაზიანებისა და ავადმყოფობისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს და ვცდილობთ, დავნერგოთ კულტურა, სადაც პრიორიტეტია თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად და ვქმნით უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა ინფორმირებას უსაფრთხოების საკითხებზე და გვაქვს სათანადო ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტები საფრთხის ამოსაცნობად, ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დასაცავად.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე ვალდებული ვარ დავესწრო ჯანდაცვისა და უსაფრთხოების (EHS) ყველა შესაბამის ტრენინგს და ვიცნობდე ამ საკითხებთან დაკავშირებულ ადგილობრივ პროცედურებს.

მე პასუხს ვაგებ ჩემს საკუთარ და ჩემი კოლეგების უსაფრთხოებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მომეთხოვება მანქანა-დანადგარებით მუშაობა ან კომპანიის ავტომობილის მართვა, უნდა დავიცვა უსაფრთხოების წესები, ვიმოქმედო პასუხისმგებლობით და გავითვალისწინო პოტენციური საფრთხე. არ უნდა გამოვიყენო მანქანა-დანადგარები, ვმართო ავტომობილი ან შევასრულო ნებისმიერი სხვა საფრთხისშემცველი მოქმედება, თუ ჩემი აზროვნების ან მოქმედების უნარი შესუსტებული ან შეფერხებულია.

მე მზად ვარ განვაცხადო ნებისმიერი სახიფათო პირობის, ინციდენტის, შეცდომის ან საშიში ქცევის შესახებ.

მე, როგორც მენეჯერი, პასუხს ვაგებ უსაფრთხოების კულტურის პროაქტიურად წარმართვაზე. ვალდებული ვარ, უზრუნველვყო თანამშრომლები უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციით, ცოდნითა და ინსტრუმენტებით და დავრწმუნდე, რომ მათ გავლილი აქვთ ყველა სათანადო ტრენინგი. იმ შემთხვევაში, თუ ჩემთვის ცნობილი გახდება რამე ინციდენტი ან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სარისკო გარემოება, დაუყოვნებლივ მოვახდენ რეაგირებას.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ჩვენ მოველით, რომ ჩვენი ბიზნესპარტნიორები უზრუნველყოფენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს და პრაქტიკას. მათ მოეთხოვებათ, ჰქონდეთ ადეკვატური პოლიტიკა და სისტემები ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სამართავად.

რა სიტუაციებზე ვრცელდება ეს?

შესაძლო საფრთხის ან სარისკო სიტუაციის მაგალითები:

  • ჩემთვის ცნობილია, რომ კოლეგა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა და აპირებს მანქანის მართვას ან მანქანა-დანადგარების გამოყენებას.
  • ჩემმა მენეჯერმა მთხოვა დავალების შესრულება, თუმცა ჯერ კიდევ არ მაქვს გავლილი სათანადო ტრენინგი ასეთი დავალების უსაფრთხოდ შესასრულებლად.
  • შევნიშნე მწყობრიდან გამოსული ელექტროკაბელი, რამაც შესაძლოა მე ან ჩემი კოლეგები დაგვაზიანოს.

გაიგეთ მეტი