ჩვენი ხალხი

თანასწორად და პატივისცემით მოპყრობა

ჩვენ მივესალმებით მრავალფეროვნებას და ვცდილობთ, დავნერგოთ ინკლუზიური კულტურა, სადაც ყველა თანამშრომელი თავისუფლად გრძნობს თავს და სადაც დაუშვებელია დისკრიმინაცია ან შევიწროება.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

უპატივცემულო მოქცევა, დისკრიმინაცია და შევიწროება ეწინააღმდეგება JTI-ის ღირებულებებს და ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც სწორად არ ხდება.

ჩვენ არ დავუშვებთ დისკრიმინაციას სქესის, ასაკის, რასის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების ან კანონით დაცული ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით.

ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სახის ფიზიკურ, ვერბალურ ან წერილობით შევიწროებას ან დაშინებას.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე ვაფასებ და პატივს ვცემ ჩემგან განსხვავებულ კულტურას, მოსაზრებებს და ცხოვრების სტილს. მე ვითვალისწინებ, როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს ჩემი ქცევა სხვებზე. მე გამოვრიცხავ სხვების მიმართ შემავიწროებელ, აგრესიულ ან დამაშინებელ კომუნიკაციას, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა თუ ჟესტებს და არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს.

თუ მწეველი ვარ, პატივს ვცემ არამწეველთა უფლებას იმუშავონ სიგარეტის კვამლისგან თავისუფალ გარემოში.

იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გამოხატავს უპატივცემულო ქცევას ან ნებისმიერი ფორმით მოახდენს ჩემს დისკრიმინირებას ან შეურაცხმყოფს, მე შევატყობინებ ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, HR-ის ადგილობრივ წარმომადგენელს ან კომპლაენსის გუნდის წევრს.

მე, როგორც მენეჯერი, პატივს ვცემ მრავალფეროვნებას და ჩემს კოლეგებს თანასწორად და პატივისცემით ვეპყრობი. ჩემი გადაწყვეტილებები სამართლიანია და მიუკერძოებელი. მე არ დავუშვებ დისკრიმინაციას ან შევიწროებას და დაუყოვნებლივ მოვახდენ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ჩვენი ბიზნესპარტნიორებისგან მოველით ისეთი სამუშაო პირობების შექმნას, სადაც ყველა თანამშრომელს სამართლიანად და პატივისცემით მოეპყრობიან, დისკრიმინაციის და დაშინების გარეშე.

შემავიწროებელი ქცევის მაგალითები:

  • უხამსი ან შეურაცხმყოფელი იუმორი, სექსუალური ხასიათის ან უპატივცემულო კომენტარები მამაკაცების და ქალების წინააღმდეგ
  • რასისტული შეხედულებების გამოხატვა
  • თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის დამცირება, მაგალითად, მათ შეცდომებზე ან სისუსტეებზე მითითება სხვების თანდასწრებით
  • ინდივიდების ან ჯგუფების მარგინალიზაცია, მაგალითად, მათი განგებ გარიყვა საუბრიდან ან აქტივობიდან

გაიგეთ მეტი