პრობლემატური საკითხის წამოჭრა

ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა შევინარჩუნოთ სამართლიანობა, პატივისცემა და ღირსება ჩვენს საქმიანობაში ერთმანეთთან და ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას. JTI-ში ჩვენ ყველა წამოჭრილ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და ყველა საჭირო ზომას მივმართავთ მათ გადასაჭრელად.

ვის უნდა მივმართო პრობლემატური საკითხით?

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული ან რამე კითხვა გაგიჩნდათ, ყოველთვის უნდა იკითხოთ რჩევა. კოდექსში მითითებულია ვის უნდა მიმართოთ კონკრეტული პრობლემატური საკითხით ან დამატებითი ინფორმაციისთვის (იხილეთ სექცია სათაურით "გაიგეთ მეტი").

თუ დაინახავთ ან გაიგებთ რაღაც ისეთს, რაც შესაძლოა იყოს უკანონო, არღვევდეს კოდექსს, პოლიტიკასა თუ პროცედურებს ან საფრთხეში აგდებდეს ჩვენს ბიზნესს ან რეპუტაციას, აუცილებლად უნდა განაცხადოთ ამის შესახებ.

ნებისმიერი პრობლემატური საკითხით თამამად შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მენეჯერს ან HR-ის ადგილობრივ წარმომადგენელს. თუ მათთან დალაპარაკება არ გაწყობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი დამოუკიდებელი და კონფიდენციალური ანგარიშგების არხი - "თქვენი ხმა".

იმ შემთხვევაში, თუ პრობლემატურ საკითხს წამოჭრით, ეს უნდა გააკეთოთ კეთილსინდისიერად. ეს იმას ნიშნავს, რომ დროის მოცემულ მონაკვეთში, გონივრული საფუძველი გაქვთ მიიჩნიოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნამდვილია, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით ის მცდარი აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ გამიზნულად შეგვიყვანთ შეცდომაში, თქვენ მიმართ გატარდება დისციპლინარული ზომები.

როდის უნდა განვაცხადო პრობლემის შესახებ?

რადგან პრობლემატური საკითხის წამოჭრა გადაწყვიტეთ, რაც შეიძლება მალე უნდა იმოქმედოთ. თუ გადადებთ, შესაძლოა სიტუაცია გაუარესდეს თქვენთვის და JTI-ისთვის. ამასთან, შესაძლოა პრობლემის გადაჭრაც გართულდეს.
შურისძიების აქტი, ნებისმიერი ფორმით, იმ პირის მიმართ, რომელიც პრობლემატურ საკითხს ნებაყოფლობით წამოჭრის ან ხელს უწყობს გამოძიებას, ჩაითვლება სერიოზულ დისციპლინარულ დარღვევად.

როგორ მუშაობს „თქვენი ხმა“?

ამოიღეთ ხმა

არსებობს რამდენიმე გზა მიუღებელი ქცევის შესახებ საკითხის წამოსაჭრელად „თქვენი ხმის" მეშვეობით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ვინაობა დარჩება კონფიდენციალური, თუ თავად არ ისურვებთ ვინაობის გასაჯაროებას.
  • დაუკავშირდით „თქვენი ხმის“ ადგილობრივ საკონტაქტო პირს
  • გააგზავნეთ შეტყობინება „თქვენი ხმის“ ონლაინ პორტალის მეშვეობით
  • უშუალოდ დაუკავშირდით კომპლაენსს მეილზე onebehavior@jti.com

განხილვა

თქვენი საკონტაქტო პირი გადაუგზავნის თქვენს პრობლემას კომპლაენსის გუნდის კოორდინატორს, რომელიც დასახავს სამოქმედო გეგმას. საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვება ბიზნესეთიკის კომისია. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა „თქვენი ხმის“ კომპეტენციაში არ შედის, საკონტაქტო პირი შეგატყობინებთ და გირჩევთ, ვის მიმართოთ.

გამოძიება

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა დამატებითი გამოძიება, საქმეში ჩაერთვება მიუკერძოებელი და სამართლიანი საგამოძიებო გუნდის უფროსი, რომელიც კოორდინატორს ან ბიზნესეთიკის კომისიას გააცნობს გამოძიების შედეგებს. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მენეჯმენტი მიიღებს რეკომენდაციას მაკორექტირებელი ზომების თაობაზე.

გადაჭრა

გამოძიების შედეგებს შეიტყობთ თქვენი საკონტაქტო პირისგან. საქმეს დახურვამდე აუცილებლად გადაამოწმებს კომპლაენსის დირექტორი.

გაიგეთ მეტი

წინა თქვენი გზამკვლევი