ჩვენი როლი საზოგადოებაში

სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ყველა ბაზარზე ვიმოქმედოთ სამართლიანი კონკურენციის პრინციპებით და სრულად დავიცვათ კონკურენციის შესახებ კანონი.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს დაარღვიოს ან უნებლიეთ არღვევს სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ითვლება ანტიკონკურენციულად.

სამართლიანი კონკურენციის პრინციპების განზრახ ან უნებლიეთ დარღვევის გამო, შესაძლოა დაჯარიმდეს როგორც JTI, ასევე ცალკეული თანამშრომლები.

ჩვენ საქმიანობას წარვმართავთ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკურენტებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ პატივს ვცემთ კლიენტებს და მათ უფლებას დამოუკიდებლად მიიღონ ბიზნესგადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკურენციასთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე ვალდებული ვარ, ვიცოდე სამართლიანი კონკურენციის პრინციპები და შესაბამისი შეზღუდვები.

მუშაობის პროცესში JTI-ის კომერციულ სტრატეგიას და მოქმედებებს განვსაზღვრავ კონკურენტებისგან დამოუკიდებლად. გადაწყვეტილებებს ვიღებ მხოლოდ JTI-ის ინტერესებიდან გამომდინარე - არ ვუთანხმებ კონკურენტებს, არ გავდივარ მათთან წინასწარ კონსულტაციას, არ ვახდენ სენსიტიური ინფორმაციის კოორდინირებას ან ურთიერთგაცვლას.

მე არ ჩავერევი კლიენტის ბიზნესგადაწყვეტილებებში, რომელიც ეხება მომხმარებლებთან მის ურთიერთობას ან ბაზარზე კონკურენციის სტრატეგიას.

სენსიტიური ინფორმაციის დამუშავებას და კომუნიცირებას ვახდენ განსაკუთრებული ყურადღებით და უზრუნველვყოფ მის დაცულობას.

იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საქმიანობისას ეჭვი გამიჩნდება, რომ ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპები ან გამიჩნდება კითხვა ანტიკონკურენციულ კანონთან დაკავშირებით, აუცილებლად გავესაუბრები იურიდიული გუნდის წევრს.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ბიზნესპარტნიორები, მათ შორის კონსულტანტები და მონაცემთა პროვაიდერები, ვალდებული არიან გაეცნონ კონკურენციის შესახებ კანონს და არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაცია.

გახსოვდეთ:

  • ისეთივე ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდეთ პირად საუბრებს, მეილებს და sms-ებს, როგორც ოფიციალურ წერილს ან მემორანდუმს.
  • სავაჭრო ასოციასიის შეხვედრებისას გამოიჩინეთ ისეთივე სიფრთხილე, როგორიც კონკურენტებთან შეხვედრისას.
  • კონკურენტებთან, სავაჭრო ასოციაციებსა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან შეხვედრებისას შეადგინეთ დეტალური ოქმი.

გაიგეთ მეტი