ჩვენი როლი საზოგადოებაში

გარემოს დაცვა

ჩვენი ბიზნესი ეყრდნობა სტაბილური მიწოდების ქსელს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია აგრიკულტურა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზიანი, რომელიც ჩვენი საქმიანობით არის გამოწვეული და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით გარემოსდაცვით საკითხებს და ვიღებთ ვალდებულებას, მუდმივად გავაუმჯობესოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ჩვენი საქმიანობა.

ჩვენი ბიზნესი და მიწოდების ქსელი მუდმივად რისკის ქვეშაა, - ეს იქნება კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა, წყლის დეფიციტი თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემების მორღვევა.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, სპეციალური პროგრამებით და განახლებად ენერგიაში ინვესტირებით, შევამციროთ ენერგიის მოხმარება და CO2-ის ემისია. ასევე ვგეგმავთ, შევამციროთ წყლის მოხმარება და მინიმუმამდე დავიყვანოთ საწარმოო ნარჩენები. ამისათვის ვაპირებთ ინვესტირებას სპეციალურ პროექტებში, ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიებში.

ჩვენ ვახდენთ გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას მთლიანად ჩვენს მიწოდების ქსელში. რისკების შესამცირებლად შემუშავებული გვაქვს ერთიანი მიდგომა, რომელიც ასახულია შესყიდვების პროცესში. ამ მიმართულებით ასევე ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთან, თამბაქოს მომყვან ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

ვცდილობ, საქმე ვაკეთო ნაკლები ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების გამოყენებით. ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას ვითვალისწინებ გარემოზე ზემოქმედებას. თუ არ ვარ დარწმუნებული, რა გავლენას მოვახდენ გარემოზე, კონსულტაციისთვის მივმართავ ადგილობრივ EHS კოორდინატორს (Environment, Health and Safety/გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება).

მენეჯერის რანგში, ვალდებული ვარ, ჩემს გუნდში წავაქეზო გარემოს დაცვისკენ მიმართულ პასუხისმგებლობის მქონე ქცევა და უზრუნველვყო შესაბამისი პროცედურების შესრულება. აქტიურად ვარ ჩართული კომპანიის გარემოსდაცვით პროგრამებში.

რას ნიშნავს ეს ჩვენი ბიზნესპარტნიორებისთვის?

ჩვენს ბიზნესპარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური კონტროლის მექანიზმები გარემოზე ზემოქმედების და ეკოლოგიური რისკების შესამცირებლად. ბიზნესპარტნიორებს მოვუწოდებთ, ჩვენთან ერთად იმუშაონ ჩვენი მიწოდების ქსელში გარემოსდაცვითი რისკების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.

როგორ შემიძლია ჩავერთო?

  • გამოავლინეთ და შემოგვთავაზეთ, როგორ შეიძლება კომპანიამ შეამციროს ნარჩენები ან რესურსების ხარჯვა
  • ეკონომიურად მოიხმარეთ ელექტროენერგია და წყალი
  • ჩაერთეთ ადგილობრივ გარემოსდაცვით პროგრამებში
  • წარადგინეთ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები JTI-ის მდგრადობის ყოველწლიურ კონკურსზე

გაიგეთ მეტი