ჩვენი როლი საზოგადოებაში

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება

ჩვენს საუკეთესო ინტერესებშია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ არ ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ სახელმწიფო უწყებებზე, წარმომადგენლებსა თუ კანონმდებლებზე JTI-ისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღებად.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების კერძო უფლებას აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა დაუშვებელია, მათი აქტივობა ასოცირდებოდეს JTI-ისთან.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ჩემი პირადია და არ არის დაკავშირებული ჩემს მუშაობასათან JTI-ში. პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი მხოლოდ პირად დროს და ამისათვის არ ვიყენებ JTI-ის რესურსებს (მათ შორის, კომპანიის ელექტრონულ ფოსტას).

მე არ ვიყენებ სამუშაო სივრცეს პოლიტიკური კამპანიებისთვის, კოლეგების მხარდაჭერის მისაღებად ან ჩემი პოლიტიკური საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ვაპირებ საჯარო სამსახურის დაწყებას, აუცილებლად შევატყობინებ ჩემს მენეჯერს და აგრეთვე ადგილობრივ ან რეგიონულ იურისტს.

რა სიტუაციებზე ვრცელდება ეს?

პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მაგალითები:

  • პარლამენტის წევრობის კანდიდატს მინდა მიტინგი ჩავატარებინო JTI-ის ოფისში
  • სამუშაოს გარეთ აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკაში და ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ადგილობრივ არჩევნებში
  • კოლეგა იყენებს JTI-ის მანქანას პოლიტიკურ დემონსტრაციებში

გაიგეთ მეტი