იცხოვრეთ ჩვენი კოდექსით

ძვირფასო კოლეგებო,

წარმოგიდგენთ JTI-ის ქცევის კოდექსის განახლებულ ვერსიას. ის ახლა უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე მობილურის მეშვეობით.

კოდექსს ყველა ჩვენგანისთვის თავისებური დატვირთვა აქვს. ზოგიერთისთვის ის წარმოადგენს კომპანიის სახეს და ეთიკის სტანდარტების კრებულს. ზოგისთვის ის ერთგვარი სახელმძღვანელოა, - დამხმარე ინსტრუმენტი გადაწყვეტილების მიღებაში. მე კი კოდექსი გამუდმებით მახსენებს, თუ რატომ მეამაყება, რომ ამ კომპანიაში უკვე 35 წელია ვმუშაობ.

კოდექსში თავმოყრილია ჩვენი ვალდებულებები ოთხი ძირითადი მიმართულებით: ჩვენი ხალხი, ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ბიზნესეთიკა და ჩვენი როლი საზოგადოებაში. კოდექსი აღწერს, თუ რა მოგვეთხოვება ყველას, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, ფუნქციისა ან გეოგრაფიული მდებარეობისა. გაურკვეველი სიტუაციების შემთხვევაში, "თქვენი გზამკვლევი" დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება და დარწმუნებული იყოთ თქვენი არჩევანის სისწორეში.

მოვუწოდებ ყველა მენეჯერს, პირადი მაგალითით შეუწყონ ხელი ეთიკურ ქცევას თავიანთ გუნდში. მათ უნდა შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და ღია დისკუსიებს, სადაც თანამშრომლები თავისუფლად გამოთქვამენ მოსაზრებებს. ჩვენი ბიზნესმიზნების მიღწევას და JTI-ის სულისკვეთების შენარჩუნებასა და გაძლიერებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს.

მიჰყევით კოდექსს კოლეგებთან, პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან ურთიერთობისას; იმსჯელეთ მასზე, გაიაზრეთ ის და რაც მთავარია, იცხოვრეთ კოდექსით. ყოველდღე.

ერთი გუნდი. საერთო ქცევა. ჩვენი წარმატება.


ჰოვარდ პარკსი
HR-ის ვიცეპრეზიდენტი და კომპლაენსის დირექტორი

„მიჰყევით კოდექსს კოლეგებთან, პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან ურთიერთობისას; იმსჯელეთ მასზე, გაიაზრეთ ის და რაც მთავარია, იცხოვრეთ კოდექსით. ყოველდღე.“

წინა აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა
შემდეგი კოდექსის შესახებ