პირობები

საიტის ფუნქციონირებას ახორციელებს JT International SA. ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებსა და კონფიდენციალობის შესახებ განცხადებას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებოთ ამ პოლიტიკას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ საიტით სარგებლობა.

ეს პირობები ვრცელდება WWW.CODEOFCONDUCT.JTI.COM ვებ-გვერდის გამოყენებაზე.

1.1 პირობების მიღება

ჩვენი ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მთელს მსოფლიოში ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტთან. ჩვენს საიტთან წვდომა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ამ პირობების შესაბამისად. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით და მასთან წვდომით, თქვენ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ეთანხმებით ყველა მოცემულ პირობას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს პირობები. ამ პირობების შეცვლა მოხდება ჩვენს ვებ-გვერდზე ამ პირობების ახალი შეცვლილი ვერსიის უბრალო გამოქვეყნებით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ საიტის თითოეული გამოყენება მოხდება გამოყენების მომენტში მოქმედი პირობების შესაბამისად.

1.2 საიტის დანიშულება

ეს საიტი ფუნქციონირებს JT International-ის ქცევის კოდექსის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით.

1.3 მასალების ფლობა, საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნის შესახებ შეტყობინება

ჩვენს ვებ-გვერდზე გამოყენებული ყველა მასალა, ტექსტის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფოტოების, გრაფიკის, ილუსტრაციებისა და მხატვრული გამოსახულებების, ვიდეოს, მუსიკისა და ხმის, სახელების, ლოგოებისა და სავაჭრო ნიშნების ჩათვლით, წარმოადგენს JT International S.A.-ის (JTI) საკუთრებას ან ლიცენზირებულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ და დაცულია საავტორო უფლებით, სავაჭრო ნიშნითა და სხვა კანონებით. საიტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს მესამე მხარეების სავაჭრო ნიშნებს. ეს სავაჭრო ნიშები წარმოადგენენ მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებას და თქვენ თანახმა ხართ არ გამოიყენოთ ან არ განათავსოთ ისინი ნებისმიერი სახით შესაბამისი სავაჭრო ნიშნის მფლობელის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
თქვენ უფლებამოსილი ხართ ჩამოტვირთოთ მასალა ჩვენი ვებ-გვერდიდან მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის, მაგრამ არ შეგიძლიათ ამ დროს ამოიღოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი, საავტორო უფლება ან სხვა საკუთრივი შეტყობინება. თქვენ თანახმა ხართ არ შეცვალოთ, არ აღადგინოთ, არ გადასცეთ, არ გაავრცელოთ, არ გაყიდოთ, არ გამოაქვეყნოთ, მაუწყებლობით ან სხვაგვარად არ გაახმაუროთ ნებისმიერი ასეთი მასალა JTI-ის წერილობითი ნებართვის გარეშე. დაუშვებელია ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული რომელიმე მასალის გამოყენება ნებისმიერ სხვა ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდზე ბმულით, კადრირებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. ნებისმიერი უფლება, რომლებიც არ არის ერთმნიშვნელოვნად გამოხატული ამ პირობებში, დაცულია.

1.4 ბმულები

JTI არ განიხილავს და არ ახორციელებს იმ ვებ-გვერდებზე არსებული მასალების მონიტორინგს, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჩვენს ვებ-გვერდთან და არ აგებს პასუხს ნებისმიერი ასეთი დაკავშირებული ვეგ-გვერდის შინაარსზე. თქვენი დაკავშირება ასეთ ვებ-გვერდებთან მხოლოდ თქვენი რისკით მოხდება.

1.5 განცხადება კონფიდენციალობის შესახებ

გთხოვთ დააჭიროთ აქ და იხილოთ ჩვენი განცხადება ვებ-გვერდის WWW.CODEOFCONDUCT.JTI.COM კონფიდენციალობის შესახებ, რაც ნაგულისხმევია ამ პირობებში. ამ პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას და იღებთ ვალდებულებას კონფიდენციალობის შესახებ განცხადებით, რომ მიიღეთ დეტალური და საკმარისი ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

1.6 უარი გარანტიის წარმოდგენაზე

ჩვენი ვებ-გვერდი წარმოდგენილია არსებული სახით, ყოველგვარი გამოხატული თუ ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე, მათ შორის, საკუთრების უფლების, კომერციული ან გარკვეული დანიშნულებისთვის შესაბამისობის გარანტიები. JTI არ აგებს პასუხს ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ფაქტის, მოსაზრების, რჩევის ან განცხადების სისწორესა თუ სანდოობაზე. ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა სტატია და მასალა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს რაიმე სახის რჩევას.

1.7 ვალდებულების შეზღუდვა

თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება თქვენივე რისკით მოხდება. არც JTI, მისი დედობილი კომპანია, JAPAN TOBACCO INC. (JT) ან ნებისმიერი შვილობილი კომპანია, განყოფილება, აფილირებული კომპანია, აგენტები, წარმომადგენლები ან ლიცენზიატები არ აგებენ პასუხს თქვენს ან სხვა პირის წინაშე ნებისმიერ დანაკარგზე ან პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, შედეგობრივ, სპეციალურ, სადამსჯელო ან მსგავს ზიანზე, რაც თქვენს მიერ ჩვენს საიტზე წვდომის ან მასზე წვდომი შეუძლებლობის ან საიტის გამოყენების ან გამოუყენებლობის შედეგია ან გამომდინარეობს ჩვენს საიტზე არსებული ინფორმაციის საპასუხოდ მიღებული მოქმედების შედეგად. ამ დოკუმენტით თქვენ უარს ამბობთ ნებისმიერი სახის პრეტენზიაზე JTI-ის, JT-ისა და ნებისმიერი შვილობილი კომპანიის, განყოფილების, აფილირებული კომპანიის, აგენტების, წარმომადგენლებისა თუ ლიცენზიატების მიმართ, რაც გამომდინარეობს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის და მასზე არსებული ინფორმაციის გამოყენების შედეგად.

1.8 დებულებათა დამოუკიდებლობა

იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების რომელიმე ნაწილი ძალას დაკარგავს ან ბათილად გამოცხადდება კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს არ მოახდენს გავლენას დანარჩენ ნაწილებზე, რომლებიც სრულად დარჩება ძალაში.

1.9 დავების გადაჭრა

ეს პირობები და ჩვენს საიტთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განიხილება და განიმარტება შვეიცარიის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ჟენევის კანტონის სასამართლოებს ენიჭებათ ექსკლუზიური იურისდიქცია.

2. კონფიდენციალობა და სამართლებრივი საკითხები

საიტის ფუნქციონირებას ახორციელებს JT International SA. ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებასა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებოთ ამ პოლიტიკას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ საიტით სარგებლობა.

2.1 Our Privacy Statement

ეს განცხადება კონფიდენციალობის შესახებ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „განცხადება“) ვრცელდება მომხმარებლის მიერ საიტზე WWW.CODEOFCONDUCT.JTI.COM განთავსებულ ინფორმაციაზე.

თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გიზიარებთ ჩვენს წესებსა და პრაქტიკას თქვენი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით, რომლის დამუშავებაც მოხდება ამ განცხადებაში მითითებული წესებისა და პრინციპების თანახმად.

ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ვებ-გვერდს, კონტაქტების განყოფილებაში.

ჩვენ ინფორმაციას სხვადასხვანაირად ვაგროვებთ ჩვენს საიტზე:

2.2 ჟურნალები

როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს საიტს, ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი კავშირისა და კომპიუტერის შესახებ, რაც მოიცავს თქვენს IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს და პარამეტრებს, კომპიუტერის ტიპს და ოპერატიულ სისტემას. IP მისამართებს ვიყენებთ ტენდენციების გაანალიზებისთვის, საიტის ადმინისტრირების დროს, მომხმარებლის მოქმედებების საკონტროლოდ და დემოგრაფიული ინფორმაციის შესაგროვებლად. ჟურნალებში შეგროვებული ინფორმაცია არ არის დაკავშირებული პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასთან.

2.3 Cookies

cookie არის მონაცემები, რომელიც ინახება თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერში და მოიცავს ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს და აადვილებს თქვენს ნავიგაციას ჩვენს ვებ-გვერდზე. Cookie-ის გამოყენება არ არის დაკავშირებული პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასთან ჩვენს საიტზე.

საკონტაქტო ინფორმაცია (e-mail)

საკონტაქტო განყოფილება საიტზე საშუალებას გაძლევთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილები. ჩვენ შევინახავთ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, ჩვენი სურვილისამებრ. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციის დასამყარებლად, მაგრამ თუ გსურთ, რომ წავშალოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ, მოგვწერეთ ამ ინფორმაციის წაშლის მოთხოვნით და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს. გთხოვთ, გაითვცალისწინოთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც ზრდასრული ადამიანებისთვისაა გამიზნული და არ გავცემთ ინფორმაციას 18 წლამდე ნაკლები ასაკის პირებისთვის..

2.4 ინფორმაციის ფლობა

JTI შეაგროვებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით და იქნება ამ ინფორმაციის ერთადერთი მფლობელი.

თქვენს შესახებ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ამ განცხადების წესების და პრინციპების შესაბამისად.

თუ სხვა ინფორმაციას მოგვაწვდით, როგორიცაა საიტის ან ჩვენი პროდუქციის შესახებ შეთავაზებები, ან სხვა შეთავაზებები, იდეები ან ინფორმაცია, ისიც ჩვენი საკუთრება იქნება და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს და გაცხადდეს ჩვენს მიერ ნებისმიერ სახით, თქვენთვის ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე..

2.5 ბმულები

ეს ვებ-გვერდი შესაძლოა მოიცავდეს სხვა საიტების ბმულებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ასეთი სხვა საიტების კონფიდენციალობის პრაქტიკაზე. გახსოვდეთ ამის შესახებ, როდესაც ტოვებთ ჩვენს საიტს და წაიკითხეთ თითოეული იმ საიტის განცხადება კონფიდენციალობის შესახებ, რომელთაც შესაძლოა შეაგროვონ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. ეს განცხადება ვრცელდება მხოლოდ ჩვენს მიერ ამ საიტის მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციაზე.

2.6 ცვლილებები ჩვენს განცხადებაში კონფიდენციალობის შესახებ

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს პირობები ჩვენს ვებ-გვერდზე მათი განახლებული ვერსიის გამოქვეყნებით. თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, რომ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენს პოლიტიკაში შესული ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ჩვენი პოლიტიკის ცვლილებებს, გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი, რომლითაც მოითხოვთ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის წაშლას და ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ საიტის თითოეული გამოყენება მოხდება გამოყენების მომენტში მოქმედი პირობების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციასთან ნებისმიერ დროს და მოითხოვოთ მასში ცვლილებების შეტანა ან მისი წაშლა, რის შესახებაც უნდა მოგვწეროთ ელექტრონულად.