თქვენი გზამკვლევი

თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ყველას შეეხოს.

თითოეული ჩვენგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს JTI-ის სტანდარტებისა და ღირებულებების გატარებაში, უზრუნველყოფს JTI-ში ჯანსაღ სამუშაო გარემოს და იცავს ჩვენს რეპუტაციას.
როგორც წესი, ყოველდღიურ საქმიანობაში, სწორი გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ; გადაწყვეტილება უმეტესწილად იქნება ცხადი, რადგანაც, როგორც წესი, დაეყრდნობით კომპანიის ღირებულებებს, ქცევის კოდექსს, პოლიტიკასა და პროცედურებს. ხშირ შემთხვევაში, სწორ გადაწყვეტილებას საღი აზრიც გიკარნახებთ.

თუმცა, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ იქნებით დარწმუნებული, როგორ მოიქცეთ. ასეთ შემთხვევში გამოგადგებათ „თქვენი გზამკვლევი“. მასში ნაბი-ნაბიჯ არის ნაჩვენები გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და საშუალება გეძლევათ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი გადაწყვეტილების პოტენციური შედეგები.
„თქვენი გზამკვლევი“ გაგიმარტივებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას თქვენ და JTI-ის სასარგებლოდ.

იმ შემთხვევაში, თუ რაღაც რიგზე არაა...

მაგალითად, არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორია:

  • რასაც გეგმავთ
  • რის გაკეთებაც გთხოვეს
  • რაც დაინახეთ ან გაიგეთ

დაფიქრდით, არის თუ არა აქ პრობლემა?

წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს:

  • ეს რომ მედიაში გენახათ
  • თქვენს ახლობლებს რომ გაეგოთ

გადაამოწმეთ, რამდენად თანხვედრაშია სიტუაცია:

  • კანონმდებლობასთან
  • კომპანიის ღირებულებებსა და ქცევის კოდექსთან
  • თქვენს საკუთარ პრინციპებთან

თუკი დარწმუნდებით

გადადგით შემდეგი ნაბიჯი

თუ მაინც არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული...

კონსულტაციისთვის მიმართეთ:

  • თქვენს უშუალო ხელმძღვანელს
  • HR-ის ადგილობრივ წარმომადგენელს
  • ადგილობრივ იურისტს
  • კომპლაენსის წარმომადგენელს
წინა თქვენი როლი მენეჯერის რანგში
შემდეგი პრობლემატური საკითხის წამოჭრა