ჩვენი ბიზნესეთიკა

ინსაიდერული გარიგებების პრევენცია

თანამშრომელს ეკრძალება მონაწილეობა ნებისმიერ ინსაიდერულ გარიგებაში.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ინსაიდერული გარიგება არის კომპანიის შიდა ინფორმაციის გამოყენება პირადი სარგებლისთვის ან მისი მესამე მხარისთვის გადაცემა. ინსაიდერულ გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს რეკომენდაციაც, რომელიც შიდა ინფორმაციას ეყრდნობა. შიდა ინფორმაცია არის ნებისმიერი არასაჯარო ინფორმაცია, რომლის გაცხადებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე. ასევე შიდა ინფორმაციაა კონფიდენციალური ფინანსური შედეგები, დივიდენდების დეკლარირება, აქციების გაცემა ან გამოსყიდვა, კომპანიის გაფართოების გეგმები, მათ შორის, სხვა კომპანიის შესყიდვა ან სხვა კომპანიასთან შერწყმა ან მიერთება.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე არც ვიყიდი და არც გავყიდი ფასიან ქაღალდებს (მაგ., აქციები, ობლიგაციები ან ბირჟის ოპციები), თუკი ვფლობ ინსაიდერულ ინფორმაციას და არც სხვებს ვურჩევ იყიდონ ან გაყიდონ ფასიანი ქაღალდები. მე არ გავუზიარებ ინსაიდერულ ინფორმაციას მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მექნება შესაბამისი ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ შევიტყობ, რომ კოლეგა ან ბიზნესპარტნიორი ცდილობდა არამართლზომიერად მოეპოვებინა ინსაიდერული ინფორმაცია, დაუყოვნებლივ შევატყობინებ ფინანსურ დირექტორს ან კომპლაენსის გუნდის წევრს.

რა სიტუაციებზე ვრცელდება ეს?

სიტუაციები, სადაც სახეზეა ინსაიდერული გარიგების რისკი:

  • ბიზნესის განვითარების გუნდის წევრი აპირებს შეისყიდოს აქციები კომპანიაში, რომლის შეძენას აპირებს JTI.
  • ფინანსური გუნდის თანამშრომელს წვდომა აქვს JT-ის შიდა ფინანსურ ინფორმაციაზე და სურს JT-ის აქციების გაყიდვა.
  • ჩემს ქმარს სურს JT-ის აქციების ყიდვა და მეკითხება ჯგუფის ფინანსური შედეგების შესახებ, რომლებიც ჯერ არ გასაჯაროებულა.

გაიგეთ მეტი