რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?
JT ჯგუფი უკანონო თამბაქოს წინააღმდეგ გამოდის და ებრძვის უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას, იცავს რა საკუთარ მიწოდების ქსელს და თანამშრომლობს სააღმსრულებლო ორგანოებთან.
უკანონო თამბაქო საფრთხეში აგდებს თამბაქოს კანონიერ ბიზნესს, ამცირებს სახელმწიფო გადასახადებისგან მიღებულ შემოსავალს და ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს.
ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი ბაზრებისა და ბიზნესკლიენტების დეტალურ მონიტორინგს, იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი პროდუქცია მიეწოდება მხოლოდ ზრდასრულ მომხმარებელს, მხოლოდ კანონიერი სავაჭრო არხებით და მხოლოდ იმ ბაზრებს, რომლისთვისაც განკუთვნილია კონკრეტული პროდუქცია.