ჩვენი როლი საზოგადოებაში

ინვესტირება საზოგადოებრივ პროექტებში

ჩვენი მიზანია, დადებითი წვლილი შევიტანოთ ყველა საზოგადოებაში, სადაც ბიზნესს ვაწარმოებთ.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით პროგრამებში. პროექტის პარტნიორებად ვირჩევთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ სოციალურ ინკლუზიურობას.

ჩვენ არ ვთანამშრომლობთ კერძო პირებთან, კომერციულ კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს მიდგომას მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მიმართ.

დაუშვებელია კომპანიის საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამები ასოცირებული იყოს JTI-ის რომელიმე ბრენდთან.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ ჩართული ვარ საინვესტიციო პარტნიორების ან საზოგადოებრივი პროექტების შერჩევაში, დავიცავ პროცედურებს, რომელიც გაწერილია JTI-ის პოლიტიკაში საზოგადოებრივ პროექტებში ინვესტირების შესახებ.

როგორ შემიძლია გავზარდო ჩემი წვლილი?

  • დაუკავშირდით საზოგადოებრივი პროექტების ადგილობრივ კოორდინატორს, მიიღეთ ინფორმაცია ადგილობრივი პროექტების შესახებ და გაიგეთ, თუ როგორ შეიძლება მათში ჩართვა.

გაიგეთ მეტი