რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?
ადამიანის უფლებები უნივერსალური ნორმებია, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. ადამიანის უფლებებში შედის თანაბარი შესაძლებლობები, სამუშაო სტანდარტები, გამოხატვის თავისუფლება და პირადი სივრცის უფლება.
ჩვენ თანამშრომლებს ვაწვდით მკაფიო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შესახებ. ამასთან ერთად, ვახდენთ ორგანიზაციის სისტემატიურ შეფასებას, რათა გამოვავლინოთ რისკები და გამოვრიცხოთ დარღვევები.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია იქ, სადაც ადამიანის უფლებები რისკის ქვეშაა. ჩვენ საგანგებო პრევენციულ ზომებს ვიღებთ ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად ჩვენს საქმიანობაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა შრომა ნორმად ითვლება.