თქვენი როლი მენეჯერის რანგში

ჩვენი კოდექსი, პოლიტიკა და პროცედურები ვრცელდება უკლებლივ ყველა თანამშრომელზე, თუმცა, თქვენ, როგორც მენეჯერს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ. თქვენ უნდა დაიცვათ JTI-ის ღირებულებები და პირადი მაგალითით შთააგონოთ თანამშრომლები, უბიძგოთ მათ მოიქცნენ ეთიკურად და პასუხისმგებლობით.

როგორც მენეჯერს, თქვენ გადამწყვეტი როლი გაქვთ კოდექსის ცნობადობის გაზრდაში თქვენს გუნდში. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, რას მოელიან მისგან. ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტრენინგები და მიიღოს სათანადო ინსტრუქტაჟი სწორი ეთიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ შექმნით სამუშაო გარემოს, სადაც გუნდის წევრები კომფორტულად იგრძნობენ თავს, თამამად წამოჭრიან პრობლემებს და ეცოდინებათ ვის მიმართონ პრობლემის გადასაჭრელად. თუ თქვენი გუნდის წევრი პრობლემატური საკითხით მოგმართავთ, მას უნდა მოეკიდოთ მთელი სერიოზულობით და დაეხმაროთ საკითხის მოგვარებაში ისე, რომ იმავდროულად მან თავი დაცულად იგრძნოს. დაწვრილებითი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია და დაგეხმარებათ ასეთ სიტუაციებში.

ქვემოთ წარმოდგენილია სასარგებლო დოკუმენტები (მოკლე სახელმძღვანელო, ეთიკური დილემები და ა.შ.), რომლებიც დაგეხმარებათ წააქეზოთ ეთიკური ქცევა თქვენს გუნდში. ჩვენ ამ ნაწილს პერიოდულად განვაახლებთ.

იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის ამობეჭდილ ვერსიას კითხულობთ და არ გაქვთ წვდომა ამ დამატებით დოკუმენტებთან, გთხოვთ, დაუკავშირდეთ HR-ის ადგილობრივ წარმომადგენელს ან კომპლაენსის გუნდის წევრს.

წინა კოდექსის შესახებ
შემდეგი თქვენი გზამკვლევი